მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, მე ვარ ამ ბრძოლაში – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს საქართველოს განადგურებას მშვიდად უყუროს. მისი თქმით, წელს გადაწყდება, დაიღუპება საქართველო თუ ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება 8 მილიარდი ლარის საგარეო ვალს იღებს, რაც არა ხალხის, არამედ ხელისუფლების გამდიდრებას მოხმარდება.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა: