აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ შეცდომაა, რომ პომპეო მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება.
“პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა”, – წერს იან კელი Twitter-ზე.
Pompeo is in Georgia, another country in the midst of contested election results. He is meeting only with the government. That’s a mistake.https://t.co/4c732452VK via @BulwarkOnline
— Ian Kelly (@ikelly731) November 17, 2020
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოვა.
ვიზიტის ფარგლებში პომპეო ხვალ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.