პრინცესა შარლოტა 6 წლის გახდა. სამეფო კარი ახალ ფოტოს აქვეყნებს

ბრიტანეთის პრინცესა შარლოტას მეექვსე დაბადების დღის აღსანიშნავად ახალი ფოტო გამოქვეყნდა. შარლოტა პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ქალიშვილია. მას ფოტო დედამ ამ შაბათ–კვირას ნოროფოლკში გადაუღო. ახალ ფოტოზე ჭრელ კაბაში გამოწყობილი, თმაგაშლილი შარლოტა იღიმება.

გასულ წელს კემბრიჯის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ პუბლიკას გაუზიარეს ნორფოლკის საგრაფოში ხელმოკლეთა დახმარების შეგროვებისას გადაღებული ფოტოები. ფოტოებე შარლოტა ოჯახთან ერთად ყუთებში აწყობს პროდუქტებს ხანდაზმულებისა და ხელმოკლე ოჯახებისთვის, რომლებიც სანდრინგემში და მის შემოგარენში ცხოვრობენ. ერთ–ერთ ფოტოზე პრინცესა პროდუქტების ხელში ერთ–ერთი ოჯახის კართან დგას.

უილიამის და ქეითის ქალიშვილი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეოთხეა პრინცი ჩარლზის, პრინცი უილიამის და პრინცი ჯორჯის შემდეგ.

ის 2015 წლის 2 მაისს ლონონის წმინდა მერის კლინიკაში გამთენიისას დაიბადა. ორი თვის შემდეგ, 5 ივლისს პრინცესა ნორფოლკში, წმინდა მარია მაგადალენას ტაძარში მონათლეს.

2019 წლის სექტემბერში პრინცესა შარლოტა სკოლაში წავიდა. მშობლებმა მისთვის ლონდონის სამხრეთ დასავლეთით მდებარე Thomas’s Battersea–ს პრესტიჟული კერძო სკოლა შეარჩიეს. სწავლა ამ სკოლაში ერთ სემესტრში 6305 ფუნტი ღირს.ინგლისური საგანმანათლებლო სისტემით წელიწადში სამი სემესტრია.

დედოფალი და პრინცი ფილიპი შვილთაშვილებთან ერთად