რა შენი ხელფასიდან გადამიხდი, აგიღებ და გამოგიტან გარეთ, არ მომიყვანო – მელია ელისაშვილს

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მზადაა მელია გირაო საკუთარი ხელფასიდან გადაიხადოს.

„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი [გიროას]?- განაცხადა მელიამ.

ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიას მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო მზად არის, ხელფასიდან გირაო გადაუხადოს.