სააკაშვილის განცხადებაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას – სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებაზე სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს და უკრაინას პასუხს მოთხოვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.

მისი თქმით, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.

„არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პოლიტიკური ბაქი-ბუქი, ეს არავის გაკვირვებია, ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. მაგრამ მეორე საყურადღებო თემაა, რომ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როდესაც ის ამ ქვეყნის ლეგიტიმაციაზე საუბრობს, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას.

ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და მათ შორის მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიდეომიმართა გაავრცელა. მან თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომლის კანონიერებას არცერთი წამით არ ცნობს. მისივე განცხადებით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება.