საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს – ჯანმო

მტკიცებულება საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის შესახებ არ არსებობს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქტის ჯაჭვი ვირუსის გადაცემაში მონაწილეობს“, – აღნიშნა მან.

“რამდენადაც ვიცით, ჩინეთმა ჩაატარა შეფუთვის ტესტირება. გაიტესტა რამდენიმე ასეული შეკვრა, მათგან მხოლოდ ათმა აჩვენა დადებითი შედეგი. ვირუსი, შესაძლოა, მართლაც დარჩეს ზედაპირზე გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ თუ ვირუსი აღმოჩნდება საკვებში, ის განადგურდება მომზადების პროცესში, ისე როგორც სხვა ვირუსები”, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ