ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა

ყვარელში, სოფელ სანავარდოში, მოპედი საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.