ჩვენ შორის არავინ დაჯარიმებულა – პოზნერი

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში მათი დელეგაციიდან არავინ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ პოზნერი გამოცემა Ria-ს ესაუბრა.

“ჩვენ შორის საერთოდ არავინ დაუჯარიმებიათ”, – უპასუხა პოზნერმა ჟურნალისტს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისში ვიზიტისას კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმეს.

მათი დაჯარიმების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართლი ოცნების წევრებმაც ისაუბრეს.