ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს? – ყაველაშვილი შენგელიაზე

“ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?”- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას.

“დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით -5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი,” – განაცხადა რუსთავი2-თან საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა.