წინასწარი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა

“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ხოლო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

6.3%–ით შემცირდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

2009 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა შემცირდა. ამ წელს გლობალური ფინანსურის კრიზისის და აგვისტოს ომის შედეგად, ეკონომიკა 3.6%–ით შემცირდა.