ხომ არ დაეხმარა ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

“ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს?”- ამის შესახებ ექსპერტ-კრიმინალისტმა გიორგი დეკანოზიშვილმა “ტვ პირველის”ეთერში განაცხადა. როგორც დეკანოზიშვილი აცხადებს, შაქარაშვილის საქმეში ორი გამოძიება, ჟურნალისტიკა და საგამოძიებო უწყება ერთმანეთს შეეჯახა.

„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისმება კიდევ სხვა კითხვები, ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს. ყოველ დღე გაშუქება, ყოველ დღე ლაპარაკი აძლევთ მათ ყველანაირ ინფორმაციას თუ რა ხდება გამოძიებაში.აქ ძალიან დიდი ყურადღება არის ხოლმე საჭირო, ეს პრობლემა ჟურნალისტიკის და გამოძიების ახალი არ არის, ეს მოდის კიდევ ძველი დროიდან.საქმეში ორი გამოძიება, ერთი კანონმდებლობით და მეორე ჟურნალისტიკა თავისი წესებით ეჯახება ერთმანეთს.ხომ ხედავთ უკვე გამოვიდა ახალი ინფორმაცია, თურმე ვერ დაინახეს ბავშვებმა ვინ მისდევდა, ეს ყველაფერი საიდან გაიგეს? ან ვიღაცამ უთხრა ასე ილაპარაკე, ან ააწყვეს ისტორიები“, – ამბობს დეკანოზიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.