ჯაფარიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშობლებს დაუჯერონ და სანაცვლოდ გირჩისთვის ხმა მოიპოვონ

პარტია გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეოს აქვეყნებს. ის პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშობლებს დაუჯერონ, რათა მათ არჩევნებზე ხმა გირჩს მისცენ.

“თუ გირჩის მხარდამჭერი ხარ, დიდი შანსია ისეთ ასაკში იყო, როცა ბევრ რაღაცას გთხოვენ და თუ მართლა გჯერა იმის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაშინ დილით ჭამე და ისე გადი სახლიდან, იმეცადინე, თბილად ჩაიცვი, თავს გაუფრთხილდი, ადი, ჭამე და ისევ ჩადი, დროზე მიდი სახლში, ადამიანურ დროს დაიძინე და შეეშვი სიგარეტს.

უჯიგრე ეს ყველაფერი მშობლებს და გაუცვალე იმაში, რომ ხმა მისცენ გირჩს. იდეაში არ არის ცუდი ბარტერი”. – ამბობს ვიდეოში ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე–ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატია.