1 თვეში ახალი ქალაქი უნდა აშენდეს, გზები უნდა დაიგოს, რაც ხდებოდა 2012 წლამდე ის ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

“1 თვეში ახალი ქალაქი უნდა აშენდეს, ხიდები უნდა აშენდეს, გზები უნდა დაიგოს, რაც ხდებოდა 2012 წლამდე ის ტემპი უნდა დაბრუნდეს “- განაცხადა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

“კონკრეტული კანონი ვერ დააპურებს მშიერ მოქალაქეს. კანონი არ აწესრიგებს, გაყინული ქვეყნის აღმშენებლობა აწესრიგებს. რაც არუნდა კანონები წერონ ჩვენმა დავარცხნილმა დეპუტატებმა, ხალხს მაინც შიათ. კანონი ხალხს არ აპურებს და არც უსწავლელად დარჩენილ ბავშვს პრობლემას არ უცვლის.

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს. 1 თვეში ახალი ქალაქი უნდა აშენდეს, ხიდები უნდა აშენდეს გზები უნდა დაიგოს ის რაც ხდებოდა 2012 წლამდე ის ტემპი უნდა დაბრუნდეს თორემ მიიღეთ რამდენი კანონიც გინდათ და წერეთ რამდენი კანონიც გინდათ ეს ხალხი მაინც არ დაპურდება.”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.