10 დარღვევა და 2 ექიმის პასუხისმგებლობა – HRC 19 წლის გოგოს კოვიდით დაღუპვის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია შესწავლისას გამოვლენილ 10 სახის დარღვევასა და 2 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თეკლა თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ.

„ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინსიტრომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე – თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის 29 ნოემბერს, თბილისში „გერმანულ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება – დიაბეტი ჰქონდა.

თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის ხიდზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია....

არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე “ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში მარტო – დეკანოიძე

"ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ ყველაზე ბოლო, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის პოლიტსაბჭოზე...

უვაქცინობა შეიძლება შეფასდეს სიცოცხლის უფლების დარღვევად – ლომჯარია

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არარსებობა, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის...

“არა ჩადებას!“–გახარია სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფოტოთი პასუხობს

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გვერდზე გამოქვეყნდა ფოტომონტაჟი წარწერით “არა ჩადებას!“. ფოტოზე გახარია, ივანიშვილი და...

მელია დავინახე, ვარჯიშობდა, ესაა ერთადერთი გადაკვეთა – გახარიას პარტიის წევრი

გახარიას პარტიის დელეგაციის წევრი, ლევან დოლიძე ეხმიანება რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარია...

თუკი დაგვჭირდა ყურადღება, ამაზეც უნდა წავიდეთ – მელია პარლამენტის დატოვებაზე

"რასაც ქართული ოცნება უკანასკნელი დღეების განმავლობაში აკეთებს, არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. თქვენ გგონიათ, რომ ქართული...

ხობში წყლით სავსე რეზერვუარში 2 წლის ბავშვი დაიხრჩო

ხობში ორი წლის ბავშვი დიდ, წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დიდი ზომის,...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის ერთადერთი იარაღია

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია. მისივე მოსაზრებით, ეს არის...