14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ბაბუა დააკავა

10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუა, 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პირად წარმომადგენელს გზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში ევროკავშირის მიერ...

მეუფე სტენაფე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს. "სასულიერო პირებს...

იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა – საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

"იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა"- ასე აფასებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება – ევროპარლამენტარი შარლ მიშელის შეთავაზებაზე

"თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება" - ასე ეხმაურება,  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ...

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით...

პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მისი შვილების მასწავლებელს გაყვა ცოლად

პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი, მაკენზი სკოტი სკოლის მისი შვილების სკოლის მასწავლებელს გაყვა ცოლად. ის...

გამორიცხული არ არის – თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

"გამორიცხული არ არის" - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი. "თუ...

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი – მეუფე პეტრე

"ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი" -ამის შესახებ, მეუფე პეტრე ცაავამ, ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა. "პასუხისმგებლობა ყველა...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო