19 წლის გოგოები ისე სცემა, დაალურჯა – “ოცნების” დეპუტატს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თავის ბიძაშვილს, თელავის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრსა და მაჟორიტარ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კუკუნაშვილის თქმით, გრემელაშვილი სისტემატურად ძალადობს საკუთარ ქალიშვილებზე, რის გამოც ერთერთმა მათგანმაც სუიციდიც სცადა.

“ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, მიხეილ გრიმელაშვილს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები.და ეს, ცოლშვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დაამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…

კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება,გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები…მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო…სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ”,– წერს კუკუნაშვილი.

მიხეილ გრიმელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტში, “ქართული ოცნების” დეპუტატია სოფელი შილაურში. ის ასევე არის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. გრიმელაშვილი იკავებს ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსი“ -ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც.