20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი ამნისტიის წინააღმდეგია – HRC

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი ამნისტიის წინააღმდეგია – ინფორმაციას ამის შესახებ,  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების მონიტორინგს ახორციელებს. სპეცრაზმელის ადვოკატი აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება.

„საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია 2019 წლის 20-21 ივნისს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე“ მუშაობს. ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ხელმოწერილი შეთანხმების მიუხედავად, ჯერ კიდევ კითხვის ქვეშ დგას საკითხი, თუ კონკრეტულად ვისზე გავრცელდება ამნისტია.

საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულები. დღევანდელი მოცემულობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 სპეცრაზმელის – ლევან იმერლიშვილის, გიორგი ესიაშვილის და მინდია ამბარდნიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან სამივე სასამართლო პროცესს აკვირდება.

ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს – „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის მიმდინარეობისას ლევან იმერლიშვილის და მინდია ამბარდნიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე სასამართლო სხდომები არ ჩატარებულა. ლევან იმერლიშვილის საქმეზე სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, მაგრამ ყოველ ჯერზე გადაიდო. რაც შეეხება გიორგი ესიაშვილს, მონიტორინგის მიმდინარეობისას 4 სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელსაც სასამართლო მონიტორი დააკვირდა.

ყოფილი სპეცრაზმელები ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. გარკვეული პერიოდი ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის კი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ლევან იმერიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად დასახელდა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც სასამართლომ გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გიორგი ესიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 17 სექტემბერს დაიწყო. ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა, სსსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხელახლა დაიწყო.

2021 წლის 18 მარტს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის შუამდგომლობით დაერთო განცხადება, რომელიც ეხება დაზარალებულთა (მოცემულ საქმეზე არსებობს ორი დაზარალებული) და ბრალდებულის შერიგებას, ბრალდებულის მხრიდან ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტს. განცხადების თანახმად, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშირებით და მიესალმებიან ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

2021 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ესიაშვილის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე. დამატებითი ღონისძიების სახედ გამოყენებული იყო საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლებისა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.

გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებს მის მიმართა წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს ასევე აღიარებს ლევან იმერლიშვილიც, ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყოფილი სპეცრაზმელები ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. HRC-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდი ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის კი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო 10 000 ლარის ოდენობით. ლევან იმერიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“მადლობა ღმერთს, რომ გადადგა” – ვოლსკი გახარიაზე

ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ტვ იმედის ეთერში პრემიერ გახარიას გადადგომაზე ისაუბრა: "მე ვერანაირად...

ნატო არ ჩქარობს უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის შიშით–ალექსანდრ ვერშბოუ

ნატო არ ჩქარობს შესთავაზოს უკრაინას ალიანსში გაწევრიანება, რაც ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების...

“საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული“–ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის რეჟიმშია. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს: “მეგობრებო,...

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება – აქტივისტები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება - საქმე ეხება დედაენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებზე და მათ მიერ...

მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი – ...

"მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი"- „ლელოს“ წევრის...

შსს-მ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო....

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს, რომელზეც მომუშავე მხარეებმა მსჯელობა...

Al-Jazeera, Associated Press – ისრაელმა, ღაზის სექტორში, მედიაოფისების შენობა დაბომბა

ისრაელმა, ღაზის სექტორში, ავიაგამანადგურებლებით იმ შენობას დაარტყა სადაც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. მანამ...

პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო–დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიის დასკვნა

დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, რომელიც ჯანმოს ინიციატივით შეიქმნა, დაასკვნა, რომ კორონავირუსის პანდემიის აღკვეთა შესაძლებელი იყო. სპეციალისტების თქმით, ჯანმოს და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ქმედებები “შხამიან კოქტეილად“ იქცა,...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...