20 ივნისს დაზარალებულები კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ღია წერილით მიმართავენ

20 ივნისის დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. მათი თქმით, კანონპროექტი დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას და მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც მათთვის მიუღებელია.

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ.  ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის  მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მოგმართავთ  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი  მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის  პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას  პატრიოტული მოტივით  ვაპროტესტებდით და გარდა ეროვნული უსაფრთხოებისა მიგვაჩნდა, რომ ეს ფაქტი შეუთავსებელი იყო და საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსაც.

ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების  წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ  უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. ხელისუფლების ცნობით, 20 ინვისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს 240 ადამიანი.  დემონსტრანტების ნაწილმა მიიღო სხეულის მძიმე  დაზიანება, რომლის არასრული ჩამონათვალი მოიცავს მრავლობით ნატყვიარებს, სხეულის სხვადასხვა მოტეხილობას, სახისა და თავის ქალის მსხვრევით დაზიანებებს, თვალისა და მხედველობის დაკარგვის მრავლობით შემთხვევას.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ მძიმედ დაშავებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 7 დემონსტრანტი  ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 3 თანამშრომლის წინააღმდეგ  დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული  კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია,  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ, დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე რომ დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს  შეუნარჩუნდეთ  შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება.

მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებულ თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებში”,- წერია 20 ივნისს დაზარალებულების წერილში.

ხელმომწერები:

  • მაკო გომური;
  • ირაკლი ფავლენიშვილი;
  • კობა ლეთოდიანი;
  • გიორგი სულაშვილი;
  • ირაკლი ხვადაგიანი;
  • ვახტანგ ბერიკაშვილი;
  • გელა ჭიღლაძე;
  • ზაზა მღებრიშვილი;
  • გიორგი ბულისკერია;
  • ლუკა პეტრიაშვილი;
  • თამარ ბაღაშვილი;
  • დავით შეყილაძე;
  • ბესიკ თამლიანი;
  • ვატო გელაშვილი;
  • დავით ხვადაგიანი;
  • დემეტრე ნაყოფია;
  • დავით ქურდოვანიძე

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა,...

კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 861...

იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან ხელფასი გაეზრდებათ – მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. „ბატონი პრემიერ-მინისტრის...

თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის ხიდზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია....

არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე “ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში მარტო – დეკანოიძე

"ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ ყველაზე ბოლო, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის პოლიტსაბჭოზე...

უვაქცინობა შეიძლება შეფასდეს სიცოცხლის უფლების დარღვევად – ლომჯარია

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არარსებობა, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის...

“არა ჩადებას!“–გახარია სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფოტოთი პასუხობს

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გვერდზე გამოქვეყნდა ფოტომონტაჟი წარწერით “არა ჩადებას!“. ფოტოზე გახარია, ივანიშვილი და...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...