“43 მძევალი გათავისუფლებულია“–შსს–ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტორო ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.“– ნათქვამია შსს–ში