“9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ” – მიხეილ სააკაშვილმა 9-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა

“9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ” – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 9-პუნქტიანი გეგმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

1. პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. იგი იქნება მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში შსს-თან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შსს მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

2. იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური. აქაც, სამსახური მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში იქნება იუსტიციის სამინისტროსთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

3. პროკურატურა გაიყოფა ორ უწყებად: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა, რომლებიც არც ვინმეს ქვემდებარეობაში იქნებიამ და არც ურთიერთდამოკიდებულებაში. ამ უწყებების ხელმძღვანელები სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

4. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა ოპოზიციიდან.

5. სუსი გაუქმდება – სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებაში მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. ეს მტკივნეული თემა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავხუროთ და წარსულს ჩავაბაროთ. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

6. ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია მიენიჭება.

7. ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს. თავისუფალი მეწარმეობისა და ბიზნესმენების მაკონტროლებელი ძალოვანი, იარაღიანი, სამართალდამცავი სტრუქტურა არ გვჭირდება. მოხდება ეკონომიკური და საგადასახადო დანაშულების უმრავლესობის დეკრიმნალიზაცია, დარჩენილთა მიმართ კი გამოირიცხება პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, ასევე როგორც სასჯელი.

8. სასამართლო ექსპერტიზა ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. ბიუროს ხელმძღვანელი სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

9. სასამართლო რეფორმის ჩავარდნას მე, პირადად, ძალიან განვიცდი. გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ – ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს,”- ასეთია მიხეილ სააკაშვილის გეგმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, სასამართლოს რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება.

“სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო ურმავლესობის მიერ.

ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ – მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები განმწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემსი შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამრთლოს კომპეტენციის გაფართოვება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა,”- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო...

ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, ჩემთვის სიმართლე ენმ-ს ხმებზე მნიშვნელოვანია – ჯაფარიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომელმაც მას მოუწოდა, რომ ბოდიში მოიხადოს....

2019 წლის სატელიტური ფოტოები შვილს დაამუშავებინა, თითქოს ის გადაღებული იყო 2020 წლის 19 ივლისს...

"2019 წლის სატელიტური ფოტოები შვილს დაამუშავებინა, თითქოს ის გადაღებული იყო 2020 წლის 19 ივლისს"-...

დავით ფურცხვანიძემ ყალბი მტკიცებულებები დაფინანსების მიღების მიზნით შექმნა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები...

უნამუსო და სამარცხვინო გუნდი ხართ! ვისთან წააგეს? სტომატოლოგთან და მეთევზესთან“ – ოთარ ტატიშვილი თბილისის...

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად, ფარერის კუნძულების გუნდ "კლაკსვიკთან" 1:6 დამარცხდა....

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს. მისი თქმით,...

მოვუწოდებ უგულავას და ბოკერიას, მეგობრებო, დამშვიდდით, ბოღმას ნუ ანთხევთ – ხაბეიშვილი

სამგორში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება გიგი უგულავას, რომელმაც სამარცხვინო უწოდა...

ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხულოს მერიის განცხადებით, მათ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო