მსოფლიო

ბარსელონაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სანაპიროზე ასეირნებენ ( ფოტოკოლაჟი)

ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ, დელ მარის პერსონალი, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას BBC ავრცელებს.  როგორც კლინიკის თანამშრომლები  აცხადებენ, ეს მეთოდი  ინტენსიური თერაპიის მუშაობის ჰუმანიზაციაზეა  გათვლილი და ასევე  ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.

საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია. „მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას. აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას „საზარელი დანაშაული“ უწოდა. „ამ საქმეში იმ დღეს...

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე უარესდება – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ხელისუფლებისგან მოითხოვს, სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განხორციელება აღკვეთოს. „მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან, რომ ჟურნალისტები ხდებოდნენ პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების სამიზნეები. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ში, თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „სპუტნიკის“ პროდიუსერი ნიკოლ...

დემონსტრაციების დროს აშშ-ში 5 პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების დროს, ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ ხუთი პოლიციელი დაიჭრა. საპროტესტო დემონსტრაციები მინეაპოლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცის დაკავების დროს ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. პოლიციისა და მედიის ინფორმაციით, პოლიციელებზე იარაღით თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შტატებში ამერიკის ჯარს გაგზავნიდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არეულობა არ შეწყება. ორშაბათ საღამოს პრეზიდენტმა...

თეთრი სახლი ბრაზილიას პლაქვენილს უგზავნის

თეთრმა სახლმა განცხადა, რომ ბრაზილიას ორ მილიონ დოზა ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილი) გაუგზავნის. „ის გამოყენებული იქნება ბრაზილიის ექთნების, ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების დასაცავად ვირუსისსგან“, - განაცხადა თეთრმა სახლმა. „ის ასევე გამოყენებული იქნება ბრაზილიაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ“, - აღნიშნა ადმინისტრაციამ. ჰიდროქსიქლოროქინი მალარიის საწინააღმდეგო წამალია. ტრამპი პანდემიის დასაწყისისიდან უარს აცხადებდა გაეთვალისწინებინა ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევები წამალთან დაკავშირებით. ის აგრძელებს წამლის მხარდაჭერას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ...

კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა- ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს. კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან, ვირუსით ხუთი ადამიანია გარდაიცვალა. "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ქალაქ მბანდაკაში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიასთან საბროლველად ჩავიდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს დაავადება გვახსენებს, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმო აგრძელებს ჯანმრთელობის გამოწვევების მრავალი შემთხვევის მონიტორინგს", -...

ფეისბუქის თანამშრომლები ცუკერბერგის წინააღმდეგ. თანამშრომელთა ნაწილმა ვირტუალური გაფიცვა გამოაცხადა

ფეისბუქის თანამშრომლებმა პროტესტის ორგანიზება მოახდინეს კომპანიის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არ წაშალოს სოციალური ქსელიდან აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩანაწერი. მათი აზრით, ამ ჩანაწერით პრეზიდენტი პოლიციას აქეზებს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნას. ტვიტერმა პრეზიდენტის ტრამპის ტვიტი არ წაშალა, თუმცა მას დაურთო გაფრთხილება, რომ ტვიტი შეიძლება შეიცავდეს სიტყვებს, რომლებიც ორმაგად შეიძლება იქნას გაგებული. ტრამპმა დაწერა: “როცა იწყება ძარცვა, იწყება სროლა.“ ბევრმა ამ ფრაზაში დაინახა...

“რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!”- ჯორჯ ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა დემონსტრანტებს (ვიდეო)

video
ჯორჯ ფლოიდის ძმებმა დემონსტრანტებს  ემოციური სიტყვით მიმართეს. ტერენს ფლოიდი აცხადებს, რომ არეულობის მოწყობის ნაცვლად, ისინი მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან ეს მათ ძმას ვერ გაუცოცხლებს. „მივმართავ მათ, ვინც არეულობას თესავს: რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! გთხოვთ დამშვიდდეთ, როგორც ჩემი ძმა გთხოვდათ ამ ყველაფერს რომ ხედავდეს. მშვიდობა. მშვიდობიანი პროტესტი – ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობის მიღწევას შევძლებთ!“ –  განაცხადა...

ტრამპმა შტატებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტები აღკვეთონ

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს შტატებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტები აღკვეთონ, რომლებმაც ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი ამერიკული ქალაქი მოიცვა. პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხდეს ოფიციალური პირების მიერ „დომინირება,“ რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, ადამიანების დაკავება უნდა დაიწყოს. „თქვენ უნდა დომინირება,“ უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა გუბერნატორებს, რომლებსაც ის ტელეფონით ესაუბრა. ზარის დეტალების შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება. „თუ დომინირებას ...

ამერიკაში პროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უერთდებიან

აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელშიც ბრალი პოლიციელს ედება, პროტესტის მიზეზი, ამერიკის გარდა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გახდა. შავკანიანი ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიან პოლიციელს მის კისერზე ფეხი 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი. ძირს გაწვენილი და ბორკილებდადებული ფლოიდი ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელს მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მამაკაცი გარდაიცვალა. ამერიკელი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონის ცენტრალურ...

პოპულარული სიახლეები

Covid - 19

მსოფლიო