Facebook-მა “ქართულ მარშთან” დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა

Facebook-მა “ქართულ მარშთან” დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მიერ გავრცელებულ  ანგარიშში ნათქვამი.ანგარიშში წერია, რომ გასულ თვეში 11 სხვადასხვა ქვეყნის 14 ქსელი აღმოაჩინეს და წაშალეს. 11 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. “ქართულ მარშსა” და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.

“ამ საქმიანობის უკან მყოფი ადამიანები დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად.ასევე, ამ ქსელს მრავალი გაფრთხილება ჰქონდა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დარღვევის გამო.

პირველ რიგში, მათ ყურადღება გაამახვილეს ქართული მარშის შინაარსზე, მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაზე საქართველოში. ამ ქსელზე თავსდებოდა ახალი და მიმდინარე მოვლენები ქართულად, მათ შორის არჩევნების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, Covid-19 პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კრიტიკის შესახებ. ეს ქსელი მუშაობის დაწყების პროცესში იყო, როცა ის წავშალეთ.

ეს ქსელი ჩვენ ატლანტიკურ საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ მათი საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის განხილვის შედეგად მოვიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ქართულ მარშთან და პარტიას ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირდებოდნენ”, – ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს გარდა, Facebook-მა ქსელები წაშალა ირანში, ალბანეთში, ესპანეთში, არგენტინაში, ეგვიპტეში, ისრაელში, ბენინსა და მექსიკაში.

გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ მე არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ – თაკო ჩარკვიანი

"გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ მე არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ"- პარტია თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ...

ხელს ვაწერ სამი რამის გამო – ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს....

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა,  „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე...

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო