NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს ხოლო მიზეზად პანდემიას ასახელებს.

„წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის

მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან. NDI მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა. გვსურს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ COVID-19 პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე, მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს NDI-ის ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით – საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად. NDI კვლავაც მზად არის, რომ დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალეობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, NDI მადლობას უხდის ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად 25 წლიანი პარტნიორობისთვის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და მოუთმენლად ველოდებით გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსწორებას, რათა ისევ მოგვეცეს ჩვეული საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობა. აქვე ვურთავთ NDI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო ანალიზის პრესრელიზსა და პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეო მიმართვას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის...

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ...

თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი"მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. გლდანის...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა – ახალი კურსი

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა -...

საზმაუს დირექტორის ხელფასი 4000 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის...

სიცრუეა, რომ ციხეში 3 პატიმარს ხელები დაუსერეს, მათ თვითდაზიანებები მიიყენეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური "სიცრუეს" უწოდებს გლდანში, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში პატიმრების დაჭრის შესახებ პატიმრის დედის მიერ...

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, 60 წლის მამაკაცია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე...

თბილისში კორონავირუსზე ტესტირება იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან,...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო