პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო დროს, ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია შეინიშნება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეალურად, აღნიშნული პრობლემა მზარდია. ამის შესახებ განცახდება მან დღეს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“რა მოხდება, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას დატოვებს. თუკი რაკეტები ევროპაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ არ ვცდილობთ, ვინმეზე უპირატესობა მოვიპოვოთ, ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ბალანსი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა, გლობალური ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს“,განაცხადა პუტინმა.