ვარსკვლავები, რომლებმაც ალკოჰოლიზმი დაამარცხეს

1

მოგეხსენებათ, ცნობილი ვარსკვლავების ცხოვრება სულაც არ არის იდეალური და მათ ბევრი პირადი პრობლემის დაძლევა უწევთ, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულების, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ვინ დაძლია ალკოჰოლდამოკიდებულება:

ცნობილმა სუპერმოდელმა, ნაომი ქემფბელმა ჟურნალ Vogue–სთან ინტერვიუში აღიარა, რომ იყო მის ცხოვრებაში მომენტები, როცა ფიქრობდა რომ ვერ გადარჩებოდა. “იმდენი პრობლემა მქონდა! და თან ძალიან ბევრს ვსვამდი. მაშინ ანონიმური ალოკოჰოლიკების შეკრებაზე წავედი, რომ სამუდამოდ თავი დამენებებინა სმისთვის“ – თქვა მან.

წარსულში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ბრედ პიტსაც ქონდა, თუმცა დეტალებზე არასოდეს საუბრობს და ამბობს, რომ არცკი უნდა იმ პერიოდის გახსენება.

მსახიობმა ევა მენდესმა 2008 წელს სარეაბილიტაციო კლინიკაში იმკურნალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასაძლევად და მას შემდეგ წვეთი ალკოჰოლი აღარ მიუღია.

ბენ აფლეკი მავნე ჩვევას მრავალი წელი ებრძოდა და ბოლოს, 2017 წელს მკურნალობა დაასრულა. 2017 წელს მან ოსკარების ცერემონიალზე მისი ტრენერიც კი მიიყვანა, რომელიც ამ ჩვევის დაძლევაში დაეხმარა.

სერიალ “მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი მრავალი წელი ებრძოდა ალკოჰოლიზმს, შემდეგ კი არათუ დაამარცხა, არამედ თავის ერთ–ერთ სახლში ამ სენთან მებრძოლებისთვის თავშესაფარი გააკეთა. ის აცხადებდა, რომ მზად არის რჩევები მისცეს მათ, ვისაც უნდა ალკოჰოლიზმი დაამარცხოს.

რობერტ დაუნი უმცროსმა 2014 წელს მსოფლიოს ამცნო ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან მისი ბრძოლის ისტორია და თქვა, რომ უკვე ათი წელია სასმელს არ გაკარებია.
ტობი მაგუაირმა ალკოჰოლის დალევას თავი 19 წლის ასაკში დაანება. მას შემდეგ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს.

ბრედლი კუპერმა ჟურნალ GQ–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 29 წლის ასაკში მიხვდა: თუ დალევას გააგრძელებდა, ეს მთელ მის ცხოვრებას დაღუპავდა.

მსახიობმა ბლეიქ ლაივლმა 2012 წელს აღიარა, რომ არასოდეს გაუსინჯავს ალკოჰოლი და ნარკოტიკები. და მათ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. ვარსკვლავურ სამყაროში ეს მეორე უკიდურესობაა და ჩვენს ჩამონათვალშიც ამიტომ მოხვდა.

კიდევ ერთი “ფხიზელი ვარსკვლავი“ კიმ კარდაშიანია. მიუხედავად აქტიური ცხოვრებისა, კიმ კარდაშიანი საერთოდ არ სვამს სასმელს. ამას მისი და, ქლოი ადასტურებს: “ალკოჰოლისკენ არც იყურება, არ აქვს მნიშვნელობა ფეხმძიმედ არის თუ არა.“

სერიალის – “სექსი დიდ ქალაქში“ ერთ–ერთმა ვარსკვლავმა, კრისტინ დევისმა სმას თავი 30 წლის ასაკში დაანება. მიზეზებზე ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა: “მივხვდი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა. სამსახიობო კურსებზე ვსწავლობი, რაც ძალიან თული იყო, და ამდროს დილიდან ნაბახუსევზე ვიყავი. ამიტომაც ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა. მაშინ მივხვდი, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა.“

ლადან დელ რეიმ 2012 წელს თქვა, რომ ახალგაზრდობაში ბევრს სვამდა, თუმცა 20 წლის ასაკში შეწყვიტა, რათა ნიუ იორკში გადასულიყო და მისი მუსიკალური ოცნებები აესრულებინა.

რაც დაიწყო პაციენტების შემოყვანა სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში, იქ ცხოვრობენ – თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, დღეს ექიმებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. საგანგებო რეჟიმის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს...

კორონავირუსით ინფიცირებული 4 პრობლემური პაციენტია 2 კი კრიტიკული – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტია და...

ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის – გახარია

"ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის"-ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ დარწმუნებული ვართ,...

საქართველოში დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ექიმია

კორონავირუსით დინფიცირებულ მოქალაქებს შორის ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკია. ამის შესახებ პრემიერმა ცოტა ხნის წინ გამართულ...

რა გვეკრძალება და რისი უფლება გვაქვს საყოველთაო კარანტინის პირობებში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე...

ამბები

წვეულებებში, სასტუმროებსა და მიღებებში თბილისის მერიამ 2019 წელს 1 მლნ დახარჯა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 2019 წელს 961 498 ლარი შეადგინა. ,,სტუმრების შესახვედრად დარბაზების დაქირავებას, შეხვედრებისა და წვეულებების გასამართად, სასტუმრო სივრცეების დაქირავებას, სტუმრების...

ჯანმრთელობა

ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. კვლევები რამდენიმე კლინიკაში დაიწყო

კორონავირუსის წინააღმდეგ ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები და მეცნიერები ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან ისინი, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება. მკვლევარების ნაწილი...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლიმ და კაილი ჯენერმა კორონავირუსთან ბრძოლას მილიონი დოლარი შეწირეს

ანჯელინა ჯოლი და კაილი ჯენერი იმ ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჰოლივუდის მსახიობმა ერთი მილიონი დოლარი შეწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას...

სპორტი

“ევროპის ჩემპიონატი 2020” 2021 წელს ჩატარდება

UEFA-ს გადაწყვეტილებით, "ევროპის ჩემპიონატი 2020", 2021 წელს გაიმართება.მიზეზი ახალი კორონა ვირუსის პანდემიაა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისსა და 11 ივლისს შორის პერიოდში გაიმართება. რიცხვის დადასტურებას უეფასგან ელოდებიან.