ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ოცეული ოფიციალურად დასახელდა

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ოცეული ცნობილია. სიის პრეზენტაციის ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პარტიის ლიდერებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სია ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რომლის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება. ის ოცნების პრემიერ მინისტრობის კანდიდატადაც დასახელდა.

  1. გიორგი გახარია

გახარიას შემდეგ სიაში წერიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საპარლამენტო გუნდის ამჟამინდელი წევრები:

არჩილ თალაკვაძე

ირაკლი კობახიძე

თეა წულუკიანი

მამუკა მდინარაძე

კახა კუჭავა

გიორგი კახიანი

სიის დანარჩენ ადგილებს კი ოცნების გუნდის სხვა წევრები და ახალი სახეები იკავებენ:

მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

მაია ბითაძე – თბილისის ვიცე მერი

მიხეილ დაუშვილი – ბიზნეს ომბუდსმენი

გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი

ვიქტორ სანიკიძე – საკალთბურთო ნაკრების წევრი.

მაკა ბოჭორიშვილი –

შალვა პაპუაშვილი – იურისტი

დავით კაჭარავა –რაგბის ეროვნული ნაკრების ლიდერი

ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

გიორგი ხელაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მარიამ ლაშხი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი

ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს წევრი