“მზად ვართ მხარდაჭერისთვის, რომ კოვიდ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ“–ჯანმოს ხელმძღვანელი გახარიას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, პრემიერთან, გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის დრო მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით.

“კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს”, – წერია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები...

უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ – ზელენსკი

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის...

შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით – პეტრას აუსტრევიჩიუსი

"ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და...

ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა...

ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების...

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა – მდინარაძე ოპოზიციაზე

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ...

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...