აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს – ვიდეო

მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

”შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ახალგაზრდები ამ დროისთვის უკვე ჩამოყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.”- ნათქვამია განცხადებაში.

კრისტიან ერიქსენი გადარჩა – მდგომარეობა სტაბილურია

დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთი ლიდერის, კრისტიან ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

კრისტიან ერიქსენს მოედანზე გულის შეტევა დაემართა – მას ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ

დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთ ლიდერს კრისტიან ერიქსენს სტადიონზე გულის შეტევა დაემართა....

ვაფასებთ ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

''ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში'' -...

საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში...

“ჩავარდნილი სპექტაკლის რეჟისორი გამოვარდა სცენაზე და თქვა, რომ ეს მართლა ხელოვნებაა”– მარგველაშვილი ივანიშვილ–გახარიაზე

"რეჟისორი გამოდის სცენაზე და ჩავარდნილ პრემიერაზე გვიმტკიცებს, რომ არა, იცოდეთ, რომ ეს გახარია არ...

ბიძა რომელიც მოწმეს ჩვენების მიცემის გამო ემუქრებოდა დაკავებულია – პროკურატურა ნინოწმინდაზე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, გ.ჩ.-ს მიმართ მუქარისთვის მის ბიძას, ჩ.გ.-ს...

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან, ერთი გარდაიცვალა

ორთაჭალაში, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ,...

რაზე შეთანხმდნენ – “რიონის ხეობის მცველების” და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ნამახვანჰესისი მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. "რიონის ხეობის მცველების"...

რეგიონებში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს მოქალაქემ სილა გააწნა. ნახეთ ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში ვიზიტისას სილა გააწნეს. ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანს, როგორ მიდის მაკრონი ჯებირთან ვალანსის გარეუბანში ერთ–ერთ კომუნაში ვიზიტისას...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

„იმ ადამიანმა თეატრი შემაძულა” – ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუაზე

"იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ" - ეს განცხადება, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა, "პრაიმტაიმთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თეატრიდან...