მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჩელსიზე“ კონტროლს სამეურვეო საბჭოს გადასცემს:
“მე ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. კვლავ ერთგული ვარ ამ ფასეულობების. ამიტომაც, დღეს საქველმოქმედო ფონდ “ჩელსის“ მეურვეებს გადავცემ კლუბზე ზრუნვას და ხელმძღვანელობას. ვთვლი, რომ ამ მომენტში ისინი საკეთესო მდგომარეობაში არიან საიმისოდ, რომ კლუბის, მოთამაშეების, პერსონალის და გულშემატკივრის ინტერესებზე იზრუნონ“– აცხადებს აბრამოვიჩი.