“საფრთხე შეიძლება ერთი იყოს – აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის მხრიდან დაიწყება აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გაგვაჩინა.[…]ბირთვული იარაღი, რომელიც ბელარუსშია განთავსებული, ნამდვილად არ იქნება გამოყენებული, თუ ჩვენ წინააღმდეგ აგრესიას არ მომართავენ. თუ ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდენენ აგრესიულ აქტს, ბელარუსზე თავდასხმას, ჩვენ არ დავაყოვნებთ და არ მოივცდით. გამოვიყენებთ შეკავების იარაღის მთელ არსენალს… როგორც კი იქნება აგრესია ჩვენ წინააღმდეგ, გეგმის შესაბამისად… დაუყოვნებლივ გავცემთ პასუხს ყველაფრით, რაც გაგვაჩნია. ბირთვული იარაღი არავის დასაშინებლად შემოგვიტანია. დიახ, ბირთვული იარაღი ეს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია. მაგრამ ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღია, არა სტრატეგიული. ამიტომ ჩვენ მას დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ, როგორც კი ჩვენს წინააღდეგ აგრესია იქნება”.
ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბელარუსში რუსეთის მიერ განთავსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.