“ადამიანები არასოდეს გამოვლენ ქუჩაში ხაზარაძის მილიონების დასაცავად! აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა ბოლო დროს პროტესტანტების რაოდენობა ქუჩაში.
ანუ, დღეს, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, უმუშევრობა კი, პირველ რიგში ბანკირების და მათი არაპროფილური საქმიანობის გამოა, სულ ტყუილა აქვს ვინმეს იმის ილუზია, რომ ბევრი ხალხი იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოვა, რომლის მთავარი აქტორები ბანკირები გახდნენ და პროტესტი შედეგიანი იქნება.

კრედიტები ძვირია, ხალხს შია, კომუნალურებს ვერ იხდიან, წამლებს ვერ ყიდულობენ, ვალებში იხრჩობიან.
და ვისაც მართლა უნდა ქვეყანას უშველოს, სწორედ ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკოს, ამ ბრძოლის მონაწილეობა უნდა შესთავაზო მხარდამჭერებს და არა მამუკა ხაზარაძე ლიდერად, ადამიანი რომელიც პროკურატურის პირდაპირი სადამსჯელო სტრუქტურა იყო წინა ხელისუფლების დროს.

(თან ყველამ იცის, რომ ის ისე გამდიდრდა „ნაციონალების“ დრო, როგორც სხვა არავინ.
„ნაციონალები“ რომ მოვიდნენ, მისი ბანკის კაპიტალი 22 მილიონი ჰქონდა, 2012 წელს უკვე 625 მილიონი – და ეს მარტო საბანკო სფერო, აღარაფერს ვამბმობ არაპროფილურ საქმიანობებზე).

შესაბამისად, ეს ვითომ ოპოზიციური ერთობაც ნამდვილად არ არის ისეთი ოპოზიციის ერთიანობა, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, რადგან ოპოზიციის არც თუ პატარა ნაწილს, ვინც რეალურად შეარყია “ოცნების“ საძირკველი, ვინც პირველმა დაიწყო ამ სიბოროტესთან ბრძოლა, აი ასე მარტივად გამოუცხადეს, ჩვენ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და თქვენ გზაში დაგვეწიეთო.

და თან სწორედ იმათმა, ვინც არცერთი ხელისუფლების დროს არ გამოსულა კომფორტის ზონიდან, არასოდეს უფიქრია რამის დათმობაზე ხალხის გამო. და ახლაც ისე დაასრულეს ბოიკოტი, მგონი დატოვეს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი გაღიმებული…

მოკლედ, 50 დღეა ამ თემაზე სიტყვა არ დამიძრავს. თუნდაც იმიტომ, რომ ვიყავი იმ ბრძოლის სოლიდარული, რომ სააკაშვილს ადამიანური სამკურნალო პირიბები ჰქონოდა; ვიყავი ქალბატონი ელენეს ღირსეული პროტესტის სოლიდარული; ახლაც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ, რაც კანონით ეკუთვნის. თუმცა არასოდეს ვიბრძოლებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.
მაგრამ სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ,
სანამ მართლა იდეისთვის საბრძოლველად არ დავუძახებთ ადამიანებს და არა სახელების და გვარებისთვის, მანამდე მოგვიწევს აი ამ ბოროტი და უგუნური ხელისუფლების ატანა, ვისაც ერთადერთი რაც შეუძლია ეს ქვეყნის სიძულვილით და დაშინებით მართვაა.

არადა წინ დიდი და ცივი ზამთარია და 2022, დიდი გამოწვევების წელი…”

წელს პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე Facebook-ზე.

მაკრონი ზელენსკის ესაუბრა და მეტ იარაღს დაჰპირდა

სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს...

რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლეს – უკრაინის სახალხო დამცველი

"გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან განხილვის თემა იყო 1 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელის რუსეთში...

გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა – Amnesty International

"განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა" - ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია,...

რუსეთი ”აზოვის” ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" ბატალიონი  "ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადოს და რუსეთის...

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება – ხვალ, 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება....

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – “სირცხვილია”

მოძრაობა "სირცხვილიას'' დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ...

შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ არჩევანს – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება გვარამიაზე

''მთავარი არხის'' გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და აღნიშნავენ,...

მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის, ხელისუფლება მკურნალობაში ხელს უშლის – პოლონელი დეპუტატი “ოცნებას”...

"მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის"- ასე მიმართავს, პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა "ქართულ ოცნებას....

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...