“უფალი ასევე ამბობს, რომ ვინც ამ ლოდზე დაეცემა, ის დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ეს ლოდი დეცემა, ის დაიღუპებაო. თავად უფალი განმარტავს ამ იგავს. ვის გულისხმობს ამ ლოდში? – ამ ვენახის პატრონს. ვინ არის ვენახის პატრონი? – თავად უფალი იესო ქრისტე, თავის თავს გულისხმობს, რომ ვინც ამ ლოდს დაეჯახება, ის დაიმსხვრევა, ვისაც ეს დაეცემა, ის დაიღუპებაო.

იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ. ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პატრონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი.

და ის წინასწარმეტყველები, ის წარგზავნილები, რომლებზეც საუბრობს დღეს უფალი, ამას გვახსენებდნენ, რომ შენ არ ხარ ბოტონი ამ ყველაფრისა, ეს უნდა გახსოვდეს. ამიტომაც ხოცავდნენ მათ და დღესაც ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება. თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს, რაოდენ დიდი ღირსებაა, როდესაც შენ ხარ არა უბრალოდ მუშაკი, არამედ თანამუშაკად გხდის ღმერთი თავის შესანიშნავ ვენახში, როცა ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ უკვე ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანების წინაშე. ასეთ შემთხვევაში მრავალი პრობლემა, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას, რომლებიც თუნდაც ჩვენი ერის წინაშე დგას და როგორც სიმსივნე, ისეა მოდებული, – ეს ყველაფერი მოგვარდება. თუ ამ აზროვნებას შევიცვლით ჩვენ, ისევე როგორც ეს ნათქვამია დღეს წაკითხულ სახარებაში”

ამბობს IPN-ის ცნობით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიომ მუჯირი საკვირაო ქადაგებისას.