ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, რომ პირბადით შევიდნენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან სულ 748 000 PCR ტესტი არის გაკეთებული. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განმარტა, სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

„ქვეყანაში სულ დაწყებიდან ჩატარებულია 748 000 PCR ტესტი, ბოლო დღეების დღიური მაჩვენებელი გვაქვს 8 000, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ გვაქვს 8 500 და გუშინ გვქონდა 7 532 ტესტი. მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში, ახლა ჩემი კოლეგების დიდი ჯგუუფი ერთვება, ანუ სამედიცინო ყველა მუშაკის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება მოხდება, ხოლო ყველაზე უფრო კრიტიკული მუშაკებისა, როგორებიც არიან კოვიდკლინიკების რეანიმაციების ექიმები, ისინი კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ხოლო კიდევ უფრო სტრატეგიული, როგორიც არიან სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების კოლეგები, გაიტესტებიან ყოველ 72 საათში, რამდენადაც ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათთან მყოფი კონტაქტები გაიტესტებიან უფრო რეგულარულად, რომ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში PCR ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 1,82%-ია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6% გვაქვს დადებითობის, რაც მაღალია და განსაკუთრებით მაღალი გვაქვს აჭარაში, ეს გახლავთ დაახლოებით 22% და შემდეგ უკვე გვაქვს მაღალი მაჩვენებელი იმერეთში – 7%, თბილისში ჯერჯერობით არაგვიშავს, 4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, საყურადღებოა.

მოკლედ რომ შვეაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, – აცხადებს გამყრელიძე.

ნიკა გვარამიამ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ. ნიკა...

თუ ჩხარტიშვილმა გამოააშკარავა, რაც ხდებოდა ციხეებში, ჯილდო უნდა გადაეცეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ტვ პირველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების...

ბაღდათში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 2 პირი. არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი...

ამერიკის ხელისუფლებამ Google–ის, Amazon–ის და Facebook–ის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო

ამერიკული ინტერნეტ კომპანიების მზარდმა ძალაუფლებამ ამერიკის ხელისუფლება შეაშფოთა. რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ ვაშინგტონმა ევროპას...

ივანიშვილი ემზადება გაყალბებისთვის, ქართველი ხალხი – გამარჯვებისთვის — სააკაშვილი

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე წარადგინა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს...

ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა იცის და...

გადასატანი ყუთის მისაღებად ცესკო არ არეგისტრირებს იმ პირებს, რომლებიც არ აწყობთ – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ბრიფინგზე აცხადებს, რომ ცესკო გადასატანი ყუთის მისატანად...

მიხეილ სააკაშვილს ნულოვანი შანსი აქვს, გახდეს პრემიერი – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პრემიერობის ნულოვანი შანსი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო