ადამიანი გადაცემაშია მისული, რომ ჩვენი პარტია გააკრიტიკოს ან პირიქით.. ამის აკრძალვა შეუძლებელი და არასწორი მგონია – სოზარ სუბარი

“ადამიანი მისულია იმისთვის, რომ პირობითად ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკრიტიკოს ან პირიქთ, ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება შეუძლებელი და არასწორი მგონია.” – განაცხადა ამის შესახებ, ივანიშვილის დეპუტატმა და  “ხალხის ძალის“ ვიცე-სპიკერმა , სოზარ სუბარმა  “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

” მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია, ადამიანი გადაცემაშია მისული, რომ ჩვენი პარტია გააკრიტიკოს ან პირიქით, ჩვენ სხვა გავაკრიტიკოთ – ამის აკრძალვა შეუძლებელი და არასწორი მგონია” –

“ის, რომ წარმოდგენილი ნომრები თვითრეგულირებიდან გადმოდის, არ შეიძლება გამართლება იყოს! ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა – არასწორი!

როდესაც მიუკერძოებლობას ვამბობთ, მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ მიუკერძოებელი მედია მსოფლიოში არ არსებობს. ტყუილი არ უნდა თქვა და ადამიანს ცილი არ უნდა დასწამო – ეს არის მთავარი! ნებისმიერი მედია მიკერძოებულია. მას მფლობელი ჰყავს და თავისი პოზიცია აქვს. სხვა არის, რომ სხვა სტანდარტი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვო. ზოგჯერ მიუკერძოებლობა ნონსენსია!

ზოგჯერ ბალანსის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, გუშინ ლანდსბერგისთან შეხვედრაზე რამდენიმე ტელევიზია – “იმედი“ და “პოსტ ტვ“ არ შეუშვეს – როგორ უნდა დაიცვან ბალანსი?! ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. არ არის სწორი, რომ ეს დავავალდებულოთ!

საავტორო გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია, გამოხატავს ამ პოზიციას და მის მიერ გამოხატული აზრის დამკვიდრებას ცდილობს. შეუძლებელია მას საავტორო პროგრამაში ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა დავავალდებულოთ.

იგივე ეხება პუნქტს, რომლის მიხედვით, თუ ტელევიზიაში ყველა ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. მაგალითად, ადამიანი მისულია იმისთვის, რომ პირობითად ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკრიტიკოს ან პირიქთ, ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება შეუძლებელი და არასწორი მგონია.

BBC-ი BBC-ია! არც BBC იცავს ამ სტანდარტს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რამდენი არასწორი ინფორმაცია გასულა, მაგრამ ერთია ინფორმაცია და მეორეა, დაიცვა ბალანსი! – მსოფლიოში ასეთი ტელევიზია არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.