ადრე მტერს ტყვიას ესროდნენ, დღეს ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? – ბარამიძე

“ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?” – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე  ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგა პოლიტიკოსებო, არ მომწონს და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს რაც დღეს ბათუმში მოხდა, მაგრამ ნამდვილად არაა სწორი, მორალური მაღალი პედესტალიდან ვამუნათოთ და საჯაროდ ვლანძღოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ (მგონი ჩვენც ასე ვფიქრობთ ხომ), რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური რეჟიმი გვყავს და ამ რეჟიმმა არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

შესაბამისად, ისინი ვინც ამ რეჟიმის ზურგის გამაგრებით (პარლამენტში შესვლა იქნება თუ სხვა რამ) ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებით არიან დაკავებულები, მათ მიმართ ხალხის აგრესია რა გასაკვირია?”,– წერს ბარამიძე.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ტელევიზიით კარგად საუბრით არ მოხდება, ამიტომ პოლიტიკოსები გულანთებულ პატრიოტებს გვერდით უნდა დაუდგნენ.

“ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ისევ ვიტყვი, რომ არც ერთს მოვუწოდებ ვინმეს და არც მეორეს, მაგრამ ამ რეჟიმის იძულება რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, როგორ გონია ვინმეს, მარტო ტელევიზიით კარგად საუბრებით მოხდება და ის ახალგაზრდები (შეიძლება ვიღაცამ ზედმეტად რადიკალურებად მონათლონ) და სხვა ყველა გულანთებული პატრიოტი, ვინც მშვიდობიანად იბრძვის როგორც იცის და წარმოუდგენია სწორად, აღარ გვჭირდება და მათ გარეშე წარმოგვიდგენია?

ამ ბრძოლაში ყველა ადამიანი და ჩვენთაგანი მნიშვნელოვანია, ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გვერდში დავუდგეთ, მით უფრო ჩვენ, პოლიტიკოსებს, ჩვენს მომხრეებთან და პატრიოტ თანამოქალაქეებთან მიმართებაში გვევალება ეგ ყველაფერი. საქართველოს გარე თუ შიდა მტრებს (სამწუხაროდ, რომ გვყავს, ფაქტია) ნუ გავაცინებთ, ტვ “ნადეჟდას” სიუჟეტების გმირებად ნუ გამოვაყენებინებთ თავს ჩვენი ემოციური განცხადებებით. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

Covax-ის პლატფორმამ ვაქცინის განაწილება უკვე დაიწყო. პირველი 600 000 დოზა განაში გაგზავნეს

განა მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covax-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო....

მელია უნდა გათავისუფლდეს, ოპოზიციამ პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს – კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო "ძალიან ანტიდემოკრატიული...

დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დავყარეთ – თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. "სამუშაოების...

სანქციების სიის სათავეში ივანიშვილი, ღარიბაშვილი და გომელაური უნდა იყვნენ – კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ სანქციები პირველ რიგში ივანიშვილს, ღარიბაშვილს...

თბილისში ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ქუჩებზე ტექნიკურ მარილს მერიის თანამშრომლები ხელით...

ჩვეულებრივ ხალხს უზარმაზარი ხარჯები გვიჩნდება, დაყარეთ მარილი! – ელისაშვილი მერიას

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ქუჩებზე ტექნიკური მარილის დროულად დაყრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ჩვეულებრივ...

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ...

თურნავა ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნების საშუალებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომენდანტის საათს "ქმედით ბერკეტს" უწოდებს და შეზღუდვის შენარჩუნებას ამით ამართლებს. "ვინაიდან...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო