სამართალდამცავებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქტივისტების დაკავება დაიწყეს – დაკავებულთა შორის ერთ-ერთი “დროას” წევრი, შუშანა მაცაბერიძეა. საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ მან კვერცხი ისროლა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 4 პირი.
“პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის?! გინება არ არის დანაშაული?! თქვენ დანამდვილებით იძახი არაფერი დაუშავებიაო და ეგ არ არის ობიექტურობა”, – უთხრა ჟურნალისტს ვაჟა სირაძემ.
ადგილზე შეკრებილები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. “აზიმუტის” პირველი რეისი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
“პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის?! გინება არ არის დანაშაული?! თქვენ დანამდვილებით იძახი არაფერი დაუშავებიაო და ეგ არ არის ობიექტურობა”, – უთხრა ჟურნალისტს ვაჟა სირაძემ.