“ჩვენს კლინიკაში ნორმალური მდგომარეობაა, ისევე როგორც ქვეყნის ყველა კოვიდკლინიკაში. ჯანდაცვის სექტორმა გაუძლო უპრეცედენტოდ დიდ დატვირთვას, როდესაც დღეში გვყავდა 6 ათასი ავადმყოფი და 60 ათასი აქტიური შემთხვევა – ეს ყველას დამსახურებაა, ჯანდაცვის სამინისტროსი, ქვეყნის ხელმძღვანელობის, მერიის.

ჯანდაცვის სექტორმა გამოცდა ძალიან კარგად ჩააბარა. რაც შეეხება გარდაცვალების საკმაოდ დიდ შემთხვევებს – 60-80 გარდაცვლილს, ეს, ბუნებრივია, ავადმყოფების ასეთი რაოდენობის დროს, იდეალური ჯანდაცვაც კი ვერ უზრუნველყოფდა ამაზე ნაკლებ გარდაცვალებას. ეს, უბრალოდ, გარდაუვალია”

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ფორმულასთან საუბრისას.