აკრძალვები არის ჩვენთვის, თავის დაქალოჩკებს თუ ნაშოჩკებს ნარუშილოვკები დაურიგეს და დაშლიგინობენ აქეთ-იქით – ელისაშვილი

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ნაწილი დაუსაბუთებელია.

როგორც ელისაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, გაუგებარია რატომ გაახანგრძლივა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე, მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეეყანაში გამკაცრებული ზომები მხოლოდ 10 მაისამდე მოქმედებს.

“რადგან არავინ გვაკრიტიკებსო, მოდი ახლა რაც გვინდა ის ვაკეთოთო. დაიწყეს ძალიან გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი ნაბიჯების გადადგმა. გამაგებინოს ვინმემ მანქანების გადაადგილების აკრძალვა რას ემსახურება?! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს?! რაღაცას რომ მიკრძალავ დამისაბუთე შე დალოცვილი, რისთვის ხდება ეს. რატომ აგრძელებენ საგანგებო მდგომარეობას 22 მაისამდე?! ევროპის ქვეყნები 10 მაისამდე აგრძელებენ მაგალითად. დღეს გასული ვიყავი, კაი აკრძალვა აკრძალვაა, მაგრამ იმდენ ჯიპს ვუყურე, რომლებიც დაქრიან აქეთ-იქით, ეს რა არის?! აკრძალვები არის ჩვენთვის და თავის დაქალოჩკებს, ძმაკაცებს, რავიცი “ნაშებს“, დაურიგეს საშვები და მარიაჟობენ, რა მაგარი ბიჭები არიან, “ნარუშილოვკებით” დაშლიგინებენ აქეთ-იქით. კარგი თბილისში კიდე არის ახლოში მაღაზიები, მაგრამ რეგიონებში რა ხდება, იცის ვინმემ?!”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.