ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა. ოჯახს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტი არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, თუმ­ცა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ერთი კვი­რაა, რაც რუ­სეთ­ში აღარ არი­ან.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვას მე­უღ­ლე მაქ­სიმ გალ­კი­ნი უკრაინას მხარს აქტიურად უჭერდა და აპროტესტებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას რის შემდეგაც, გა­უუქ­მდა გალ­კი­ნის სპექ­ტაკ­ლე­ბი ყა­ზან­სა და არ­ხან­გელსკში, რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ამ კი კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყვი­ტა.

როგორც „Україна 24“ ტელეგრამ არხზე წერს, ალა პუგაჩოვა ფრენის შიშის გამო ყოველთვის მატარებლით მოგზაურობს, თუმცა ახლა კერძო თვითმფრინავით მგზავრობის გადაწყვეტილება მიიღო

ალა პუგაჩოვამ, რუსეთ-უკრაინის ომის და­წყე­ბისას, “ინ­სტაგ­რამ­ზე” სა­კუ­თა­რი შავ-თეთ­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარწერით : #არა­ომს #ჩვე­ნო­მის­წი­ნა­აღ­მდეგ­ნი­ვართ. ალა პუგაჩოვას მეუღლემ, მაქ­სიმ გალ­კინ­მა ­ომის დაწყებიდან  მე­ო­რე დღეს, შავი კვადრატის ფოტო გამოაქვეყნა  წარწერით: “დი­ლი­დან ვუ­კავ­შირ­დე­ბი მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს უკ­რა­ი­ნა­ში. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, რა­საც ვგრძნობ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ხდე­ბო­დეს? ომს გა­მარ­თლე­ბა არა აქვს! არა ომს!“”