ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ალბათ გადავა იმ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
მისივე განმარტებით, არსებობს კონკრეტული მოდელი, რომელსაც სამინისტრო მიჰყვება და ინფექციის გავრცელების პროგნოზს აკეთებს, რაც მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში, კორონავირუსით დაავადებულებს მომზადებული შეხვდნენ.
“დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავამატეთ მიმღები ზარის რამდენიმე ობიექტი, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, რის შედეგადაც, ნამდვილად, გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი. მე არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ ვგულისხმობ რაოდენობრივს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია.
გუშინდელი დღის განმავლობაში ჩვენ ვმართეთ 3446 საქმე. აქედან პრობლემური – 340 საქმე, რომელიც კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე,“ – თქვა მინისტრმა.