“მე მინდა, შემდეგი გითხრათ, ძალიან მარტივად, სპეკულაცია რომ არ დაიწყოთ, ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ეს არის გაცხადებული, თუ ვინმეს ჰქონდა ქართულ ხელისუფლებას მცდელობა კონტაქტების და ვიზიტები, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება.

ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობასა და ოფიციალურ ხელისუფლება არ გქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვიცით, რომ ითხოვდნენ ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა, ვიცი რომ, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას, და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე მთავარი მინდა გითხრათ, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას”, 

აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე, რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.