ალბათ, რეგიონში დავდგები მაჟორიტარად – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის სავარაუდოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონში იქნება.

მისივე თქმით, საბურთალოს ოლქი განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკეში კი ელენე ხოშტარია პირველივე ტურში მოიგებს.

„არმგონია, დავით სერგეენკო ოპოზიციაში რაიმე გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი იყოს, კანდიდატთან დაკავშირებით. საბურთალოზე მაღალი ალბათობით ყველა პარტია დააყენებს კანდიდატებს ან ვინმეს ინდივიდუალურად დაუჭერს მხარს. საბურთალო განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკისგან განსხვავებით. პირველივე ტურში ელენე ხოშტარია ვაკეში მოიგებს.

რაც შემეხება მე, ალბათ, დავდგები მაჟორიტარად რეგიონში. ჯერჯერობით, კონსულტაციები არაა დასრულებული. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, რომ ვიყო მაჟორიტარი კანდიდატი“, – განაცხადა გიგი უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ტრენდი, რომელიც უკანასკნელი 15-20 წელია შეიქმნა ახალ სახეებთან დაკავშირებით არასწორია.

„თუ ის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება ფართო საზოგადოებას, ელექტორალური წონა მას არ აქვს. პოლიტიკის კეთების საფუძველი არის ცნობადობა. ადამიანი შეიძლება, გენიალური ადამიანი იყოს, მაგრამ თუ მას არ იცნობენ, მას არ აირჩევენ,“ – განაცხადა უგულავამ.

ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება არის კოვიდი – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება...

უკეთესი იქნებოდა, II ტური რომ არა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში...

ვმსჯელობთ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე...

ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ დროული შეჩერება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ პიკი დროულად შეაჩეროს. "პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ...

ახალი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. მისი თქმით,...

ინაშვილი ამბობს, რომ თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ჟურნალისტიკაში დაბრუნდება

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს, რის საგარანტიოდაც...

გაჩერდება თუ არა მეტრო მემანქანეეების ინფიცირების გამო – კომპანიის განმარტება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფიცირებულია 20–მდე მემანქანე, თუმცა მეტრო მუშაობას განაგრძობს. "ნებისმიერ შეზღუდვას...

“ლელოს” განცხადებით, მთავრობა იმ საველე ჰოსპიტალს არ იყენებს რომელიც ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებულია

“ლელოს” ლიდერებმა ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სასიცოცხლოდ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო