“ალეკო გისმენთ!” – ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე მობილურის ნომერი დააწერა

პარტია მოქალაქეების ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა. მისი თქმით, ცესკო ფეხს ითრევს და საარჩევნო ნომერს არ აძლევს.

“ველოდეთ, ველოდეთ და ავდექი და ბანერზე დავწერე ჩემი ნომერი. გამოკრული არ გვქონდა ეს ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ”. – ამბობს ელისაშვილი ფეისბუკ ლაივში.

ელისაშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, ნომერზე დაურეკონ.

“ის გვინდა ამ ბანერით ვთქვათ, რომ გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის და არა რაღაც ყალბი, დაყენებული სახეებით სტუდიებში რომ გადაიღებენ და იღიმიან. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ, თავს არ დავზოგავ”. – ამბობს ელისაშვილი.

მან ცოტახნის წინ ახალი განცხადება გამოაქვეყნა და ამომრჩეველს მოუბოდიშა, რომ ზარებზე ვერ პასუხობს.

“ბოდიში ვისაც დაკავებას გაძლევთ. არ ჩერდება ტელეფონი და არც უნდა გაჩერდეს! უკეთესი უბნისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის – ყველას ყოველთვის მოვუსმენ. 24/7-ზე. ალეკო გისმენთ! 593 584052”,– წერს ელისაშვილი.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია – ხუხაშვილი

"მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია"- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა  მე-9...

თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში უფრო მეტად...

“მთავარი არხის” ინფორმაციით თენგიზ ცერცვაძე გადადგა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.  "მთავარის"...

საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის...

ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას – ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას....

“მზად ვართ, ჩავერთოთ მონიტორინგში“–იციკ მოშე საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმებას მიესალმება

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს...

ვიდრე ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? – იმნაძე

" ვიდრე ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? "-...

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო