ალეკო ელისაშვილი იმ პოლიციელის ვინაობას ასაჯაროებს რომელმაც მასზე იძალადა

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვიმა იმ პოლიციელის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, 5 თვის წინ, ანტირუსულ აქციაზე მასზე ძალადობაში მონაწილეობდა. ამის შესახებ, მან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  ელისაშვილი ამბობს, რომ ის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება მას ფიზიკურად პოლიციელი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწვდის, თუმცა, ამასთანავე  აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.

“მე ერთ-ერთი მათგანი გავარკვიე და მინდა, წარმოგიდგინოთ – ეს არის ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ზაქრო ჩოხელი იყო მათ შორის, ვინც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს. ის გავეშებული, მონდომებული გამორბის და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს.

ჩემო ზაქრო, შენ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინე, რომელიც დიდი ხნით ციხით ისჯება. ახლა კი ხელს გაფარებს პოლიცია და ალბათ, ამ უთმო თავზე ხელს გიტყაპუნებს, რა კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ მინდა, დაგარწმუნო, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ეს 26 ოქტომბერს მოხდება, სამართლისა და კანონის წინაშე მკაცრად პასუხისგება მოგიწევს”. – განაცხადა ელისაშვილმა.