ალიკა კუპრავას სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამოქალაქო აქტივისტს,  ალიკა კუპრავას სასამართლომ სამ დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. კუპრავა  სუს-მა ის 8 ნოემბერს საკუთარ ეზოში იმისთვის დააკავა.  როგორც ალიკა კურპავას უფლებადამცველი, აცხადებს,  მას სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ იმ ერთი პოლიციელის ჩვენების მიხედვით მიუსაჯა, რომელსაც არ ახსოვდა თვითონ დააკავა თუ არა კუპრავა.

“საქმეში ერთადერთი მტკიცებულება იყო პოლიციელის ჩვენება, რომელიც დაიბნა საქნეზე არ ახსოვდა თვითონ იჯდა საჭესთან, თვითონ დააკავა თუ ასე შემდეგ, არცერთი დეტალი არ ახსოვდა, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ ერთი პოლიციელის ჩვენება გაითვალისწინა სასამართლომ, სხვა მტკიცებულება რაც მოვითხოვეთ, არცერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებებიც მოვითხოვეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააკავა სუსმა, რომ არ მიეღო საღამოს აქციაში მონაწილეობა” – ამბობს კურპავას ადვოკატი.