“ამაზრზენია მუშაობა გააგრძელო რუსული რეჟიმისთვის“–რუსი დიპლომატი ომის გამო პროტესტის ნიშნად გადადგა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ალექსანდრ შმატკოვი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა:

“ყველაზე ამაზრზენია მუშაობა გააგრძელო რუსული რეჟიმისთვის. არ ვიცი რამდენი დრო დაჭირდება ჩემი გათავისუფლების პროცედურას,  მაგრამ უკვე დღეიდან აღარ ვიქნები დიპლომატი, რომელიც რუსეთს წარმოადგენს.“

შმაკოვმა საკუთარ კოლეგებსაც მიმართა და თქვა, რომ ათობით დიპლომატმა გაუზიარა მას მსგავსი აზრები:

“თქვენ მოგატყუეს. თქვენ მიდიოდით სამუშაოდ იმისთვის, რომ რუსეთს მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების დამყარებაში დახმარებოდით, დახმარებოდით ჩვენს ქვეყანას განვითარებაში… ოცნებობდით ყოფილიყავით იმ კოშმარის შემოქმედები, რაც ახლა ხდება? არადა ყოველი ჩვენგანი/ თქვენგანი ამის თანამონაწილეა, თავს ვერ დავიძვრენთ.“

მანამდე ბიბისი–ს კორესპონდენტთან საუბრისას კიდევ ერთმა რუსმა დიპლომატმა თქვა:

“გული მერევა საკუთა თავზე. მრცხვენია, რომ ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც არის რომ ეს დავუშვით“.