ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა.ამბროლაურში გამოცხადდა კარანტინი, რაც ცხოველების იზოლირებას გულისხმობს და მათი ქუჩაში გაყვანა აკრძალულია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ოზურგეთის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მოათავსებენ.
“მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი”. – ვკითხულობთ განცხადებაში.