ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე უცხოეთში.
მისი თქმით, უცხოეთში, ღამის საათებში სპეცმანქანებით გარდაცვლილები სახლებიდან გაყავდათ, რაც საქართველოში არ ხდება.
“საქართველოში ერთეული გარდაცვალებაა ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე, უცხოეთში ასეულობით და ათასობით ადამიანი კვდებოდა და კვდება ბინაზე. გინახავთ კადრები, როცა სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ? ნუ ვაიგივებთ ამასთან იმას, რაც საქართველოშია, რომ სასწრაფომ დაიგვიანა ან ოჯახის ექიმთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია, ან 1-2 დღე ადგილი არ არის კლინიკაში”,– ამბობს ცერცვაძე პირველ არხთან საუბრისას.