ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა პანდემიის საკითხებში, ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ ეს განცხადება ხუთშაბათს გამართულ თეთრი სახლის ბრიფინგზე გააკეთა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ამერიკის ხსნის გეგმიდან 3.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს კოვიდ-19-ის ანტივირუსული მედიკამენტების განვითარების სტრატეგიაში. მთავრობის მასშტაბური მცდელობა მიმართულია კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის განსაზღვრული, შემდეგი თაობის პრეპარატების შემუშავებისკენ, ასევე მომავალში პოტენციური საფრთხეებისთვის ჩვენი მომზადებისკენ“ – განაცხადა ექიმმა ფაუჩიმ.

აღნიშნული ინვესტიცია ამერიკის მთავრობამ ახალი ინიციატივისთვის გამოყო, რომელსაც ჰქვია: პანდემიის ანტივირუსული პროგრამა. ის დაეხმარება ახალი მედიკამენტების შექმნისთვის აუცილებელ კვლევების და განვითარების პროგრამებს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად და მომავალში სხვა, პოტენციურად საშიში ვირუსების წინააღმდეგ.

თუ კლინიკური გამოცდის ბოლო ფაზებმა გაამართლა, ამერიკაში შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატები ამ წლის ბოლომდე გამოჩნდეს. ფარმაცევტული კომპანიები “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა” და “როშე” ანტივირუსულ მედიკამენტებს უკვე ცდის. ამერიკის მთავრობის ინვესტიცია დააჩქარებს კვლევებს და დაეხმარება კერძო სექტორს როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წამლების წარმოებაში.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გასცა ავტორიზაცია ანტივირუსულ პრეპარატზე “რემდესივირი” და სამ ანტისხეულების კოქტეილზე, რომელიც ადამიანს ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება. მთავრობა საავადმყოფოებს და სხვა სამკურნალო დაწესებულებებს მედიკამენტების მიწოდებაში არსებული ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაშიც გაუწევს დახმარებას.

წყარო: ამერიკის ხმა

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი – დეკანოიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი- ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე...

თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს – ვოლსკი

შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს.  დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ...

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...