ამერიკელი კონგრესმენები გახარიას წერილს უგზავნიან და მწვავედ აკრიტიკებენ


ამერიკელი კონგრესმენები გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან და მწვავედ აკრიტიკებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა “ტვიტერზე” საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

წერილში გიორგი გახარიაა გაკრიტიკებული. კონგრესმენები შეშფოთებას ვერ მალავენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო.

“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გახარია

როგორც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ჩვენ გწერთ შეშფოთებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თქვენ უარი თქვით დაპირებული პოლიტიკური რეფორმის გატარებაზე, ასევე იმ ანგარიშებთან დაკავშირებით, რაც მოდის მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე.

1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველომ შექმნა განვითარების მყარი დემოკრატიული საფუძველი და არა ერთხელ გამოხატა თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების გზით. ამიტომაც შოკში ვართ,რომ პროპორციულ არჩევნების სისტემაზე გადასვლის დაპირებული რეფორმები საქართველოს პარლამენტში ჩამოიშალა,ამ რეფორმებზე საქართველომ წლები იმუშავა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს დანაპირები მარტო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კი არ იყო დადებული, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს დაპირდით.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღადგენთ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ და გაატარებთ ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს.

საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მთავრობა, რომელიც შედგება ხალხისგან და იქნება ხალხისთვის. მათ სჭირდებათ მთავრობა, რომელიც ალიანსშია დასავლეთთან და მიისწრაფის ნატოსა და ევროკავშირში შესვლისკენ.ამიტომაც ბევრი ადამიანი გავიდა ქუჩაში, რომ მშვიდობიანად გამოეხატათ თავისი შეშფოთება და სანაცვლოდ მიიღეს ძალადობრივი დარბევა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას აქვს უფლება გამოყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის დროს, ამავდროულად დემოკრატია აღიარებს მოქალაქის უფლებას მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულებები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის ასობით მონაწილე, ჟურნალისტი და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა ან ჰოსპიტალიზება დასჭირდა,მთავრობის მიერ გამოყენებული ძალადობა, არის ძალზე შემაშფოთებელი.

ბოლო სამი ათეული წელია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ სენატის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ნომერი 598, საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომლითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, აღიარა საქართველოს მზაობა დემოკრატიული ღირებულებების გატარებაში და აპროტესტებს რუსეთის აგრესიას რეგიონში.
ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია, რომ აღასრულოს თავისი დანაპირები ქართველი ხალხის წინაშე და ველოდებით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში მომდევნო წლებში” – აღნიშნული კონგრესმენების წერილში.